მთავარიაზიაირანიირანში ანტისამთავრობო აქციები გრძელდება

ირანში ანტისამთავრობო აქციები გრძელდება

ირანში დაპატიმრებული ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების გამო ანტისამთავრობო აქციები გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ინტერნეტი ხარვეზით მიეწოდებათ, საპროტესტო აქციების შესახებ ინფორმაცია მაინც ვრცელდება. ირანის კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტროში აცხადებენ, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო შესაძლოა ინტერნეტთან წვდომის გარკვეული შეზღუდვები დაწესდეს.

უკმაყოფილების ტალღა, რომელიც 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა, ირანში მაშტაბურ სახეს იძენს. 13 სექტემბერს ე.წ მორალის პოლიციამ ახალგაზრდა ქალი ისლამური სამოსის ტარების წესების დარღვევის გამო დააკავა, შემდგომ კი მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ახალგაზრდა გოგოს გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა დასახელდა. თუმცა მაჰსა ამინის ოჯახის წევრები და უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ახალგაზრდა გოგოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ ჰქონია და იგი პოლიციის არასათანადო მოპყრობის გამო გარდაიცვალა.

ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებებში გადაიზარდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირებას ირანში მინიმუმ 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულებს შორის არიან უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებიც. დაკავებულთა რაოდენობა კი ათასს აჭარბებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend