მთავარიევრონიუს ჯორჯიას სტუმარიახალი გეოპოლიტიკა - საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, თორნიკე შარაშენიძე

ახალი გეოპოლიტიკა – საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, თორნიკე შარაშენიძე

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, თორნიკე შარაშენიძე უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, თურქეთის როლის გაძლიერებასა და პოსტ-საბჭოთა სივრცეში გაღვივებულ კონფლიქტებზე საუბრობს:

“თურქეთი და ირანი ყოველთვის იყვნენ ისტორიული მეტოქეები რეგიონში. აზერბაიჯანის ბოლო დროინდელი გაძლიერება კი, რაც ყარაბაღის თითქმის ბოლომდე დაბრუნებაში გამოიხატა, ნიშნავს თურქეთის გაძლიერებასაც, როგორც აზერბაიჯანის მთავარი პარტნიორის. ასევე, იმ შეტაკებებმა, რაც ჩვენ ვნახეთ ბოლო დროს ცხადია შეაშფოთა ირანი – როგორც თურქეთ-აზერბაიჯანის დუეტის გაძლიერების გამო, ასევე იმის გამო, რომ ირანში ცხოვრობს საკმაოდ დიდი ეთნიკურად აზერბაიჯანელი უმცირესობა. ირანში უფრთხიან იმას, რომ აზერბაიჯანის შემდგომი გაძლიერება შეიძლება დასრულდეს იმით, რომ გამოიწვიოს სეპარატისტული განწყობები ირანის აზერბაიჯანულ უმცირესობებში. შესაბამისად, ირანი ცდილობს არ დაუშვას სომხეთის შემდგომი დასუსტება და აზერბაიჯან-თურქეთის დუეტის გაძლიერება.“

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend