„ნეპოტიზმი და კორუფცია სასამართლოებში სისტემური და მზარდია“ – ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგების“ კვლევის ერთ-ერთი მთავარი მიგნება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოში ჩატარებულმა სასამართლო რეფორმებმა პროგრესის ილუზია შექმნა და ინსტიტუციურმა გარანტიებმა მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფს სასურველი საკადრო პოლიტიკის გატარების შესაძლებლობა მისცა.
კვლევის ავტორებს მაგალითისთვის მოჰყავთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეების შერჩევისას გამოყენებული არაფორმალური კრიტერიუმები – ორგანიზაციის წარმომადგენლების განმარტებით, წინასწარ მოწმდება ყველა მოსამართლეობის კანდიდატი, რამდენად პრინციპული შეიძლება აღმოჩნდნენ ისინი და როგორია მათი პოლიტიკური გემოვნება.
კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ სასამართლო სისტემაში ნეპოტიზმის და კორუფციის ხელშემწყობი ფაქტორი მმართველი პარტიის მიერ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის მხარდაჭრაა. კვლევაში რეკომენდაციის სახით შეთავსებულია, რომ სასამართლო სისტემაში ნათესაური კავშირების შესახებ ინფორმაცია გამჭვირვალე გახდეს და მოსამართლეებს ნათესაური კავშირების დეკლარირება დაევალოთ.