მთავარიაფრიკანიგერიანიგერიაში ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დიდი წყალდიდობაა

ნიგერიაში ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დიდი წყალდიდობაა

ნიგერიაში ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დიდი წყალდიდობაა.

ხელისუფლების ინფორმაციით, ამ კვირაში სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა.

საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, წყალდიდობამ 27 შტატში  ნახევარი მილიონი ადამიანი  დააზარალა.

დაშავდა ასობით ადამიანი, 100 000 კი იძულებით გადაადგილებულია.

“მე დავკარგე ჩემი სახლი და მიწა ჩემი მარცვლეულით, ჩემი ცოლები და შვილები დევნილთა ბანაკში არიან. არ ვიცი, როგორ იკვებებიან, არც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ვიცი რამე. ვევედრები მთავრობას, ჩემი ოჯახი თავშესაფრითა და მედიკამენტებით უზრუნველყოს.“ – ამბობს დაზარალებული.

სააგენტოს ინფორმაციით, მომავალ კვირას ზარალი კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან გადაუღებელმა წვიმამ ორი დიდ კაშხალში წყლის ადიდება გამოიწვია.

წყალდიდობამ გაანადგურა ათასობით ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა, რამაც შეაფერხა საკვების მიწოდება.

“როგორც ხედავთ, ხალხი ამ ადგილებიდან მოშორებითაა გადასახლებული. ამ ტერიტორიის დიდი დასახლება წყალდიდობამ წაიღო. ჩემი ქონება – ჩემი სასოფლო-სამეურნეო მიწები განადგურდა. ორი ტრაქტორი დავკარგე. მთავრობას ვთხოვ, რომ დაგვეხმაროს“.

წელს ეს პირველი წყალდიდობა არაა ნიგერიაში.  2022 წელს სტიქიურ მოვლენას ქვეყანაში 300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ნიგერია, რომელშიც 206 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, აფრიკის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend