მთავარიმსოფლიოაზიამშვიდობა ცენტრალურ აზიაში

მშვიდობა ცენტრალურ აზიაში

ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა მშვიდობის დამყარების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. დოკუმენტს ხელი ორი სახელმწიფოს უშიშროების საბჭოს მეთაურებმა მოაწერეს, ცერემონია კი ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში გაიმართა,“იმედი მაქვს, რომ ეს დოკუმენტი, რომელსაც ხელი ჩემმა კოლეგამაც მოაწერა, მშვიდობის მომტანი იქნება. მე მწამს, რომ მშვიდობა ყოველთვის სასურველია, მჯერა, რომ მშვიდობა შენარჩუნდება და ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის.“ – კამჩიბეკ ტაშიევი, ყირგიზეთის უშიშროების ეროვნული კომიტეტის პრეზიდენტი.

მშვიდობის იმედი აქვს ტაჯიკელი მაღალჩინოსანსაც,“ჩვენს საზღვრებზე მშვიდობა დაისადგურებს და ჩვენ ჩვენს მოძმე ერთან თანამშრომლობას გავაგრძელებთ პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით.“ – საიმუმინ იატიმოვი, ტაჯიკეთის უშიშროების ეროვნული კომიტეტის პრეზიდენტი.

ცენტრალურ აზიაში ორ სახელმწიფოს შორის კონფლიქტი 14 სექტემბერს დაიწყო. ორივე მხარე კონფლიქტის დაწყებაში ერთმანეთს სდებდა ბრალს. კონფლიქტის მიზეზი კი სახელმწიფო საზღვრის დემარკაცია გახდა. ყირგიზეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა ინფორმაციით, კონფლიქტს 59 ადამიანი შეეწირა, ტაჯიკური მხარის ცნობით კი, მათ 41 ადამიანი დაკარგეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend