მთავარიმსოფლიოევროკომისიამ წარადგინა ახალი ინიციატივა კიბოს პრევენციის, გამოვლენისა და დიაგნოსტიკის გასაძლიერებლად

ევროკომისიამ წარადგინა ახალი ინიციატივა კიბოს პრევენციის, გამოვლენისა და დიაგნოსტიკის გასაძლიერებლად

ევროკავშირში 2020 წელს გარდაცვალების შემთხვევების ნახევარზე მეტი კიბოთი იყო გამოწვეული. სწორედ ამიტომ ევროკომისიამ კიბოს პრევენციის, გამოვლენისა და დიაგნოსტიკის გასაძლიერებლად წარადგინა ახალი ინიციატივა, რომელიც კიბოს სკრინინგის პროგრამის გაფართოებას გულისხმობს. როგორც ცნობილია, ევროკავშირი ამ ინიციატივის განსახორციელებლად 100 მილიონ ევროს გამოყოფს.

ბოლო 2 წლის განმავლობაში კორონავირუსის პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ევროპაში კიბოსთან ბრძოლაში.  სწორედ ამიტომ ევროკომისიამ წარადგინა ახალი ინიციატივა კიბოს პრევენციის, გამოვლენისა და დიაგნოსტიკის გასაძლიერებლად. წევრ ქვეყნებს ეძლევათ რეკომენდაცია,  გააფართოონ სკრინინგის პროგრამა, რათა კიბოს უფრო მეტი სახეობა განისაზღვროს და მეტმა ადამიანმა ჩაიტაროს გამოკვლევა.

ევროკავშირში 2020 წელს გარდაცვალების შემთხვევების  ნახევარზე მეტი კიბოთი იყო გამოწვეული. ახალი ინიციატივა ევროკავშირის მოსახლეობის 90 პროცენტისთვის ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და კოლორექტალური კიბოს სკრინინგის შეთავაზებას ისახავს მიზნად.

სტელა კირიაკიდესი, ევროკომისარი ჯანდაცვის საკითხებში, აცხადებს, რომ ევროკაშირი მზად არის, სკირინინგის ინიციატივა 100 მილიონი ევროთი დააფინანსოს.

მისი თქმით,  ევროკავშირში ცდილობენ, შეცვალონ ვითარება კიბოსთან დაკავშირებით. ამისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია სკრინინგი, რადგან ადრეულ დიაგნოსტიკას ნამდვილად შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა. სტელა კირიკიდესი აღნიშნავს, რომ  რეკომენდაციები უახლეს მეცნიერულ და სამედიცინო კვლევებზეა დაფუძნებული.

ზოგიერთი პაციენტისთვის კი სკრინინგის ახალი პროგრამა და პრევენციული ზომების მიღება დიდი ხანია დაგვიანებულია. ამ კუთხით ქვეყნებს შორისაც დიდი განსხვავებაა.

კიბოთი დაავადებულ პაციენტთა ევროპის კოალიციის პრეზიდენტის ფრანჩესკო დე ლორენცოს შეფასებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა, რადგან, მაგალითად, ფილტვის კიბოს გამო ბევრი დაბრკოლება წარმოიქმნა. იგი აღნიშნავს რომ, თითქმის ყველა ქვეყანაშია ხარვეზები სკრინინგთან დაკავშირებით.

კომისია გეგმავს, დამატებით გააფართოვოს სკრინინგის პროგრამა, რომელმაც უნდა  მოიცვას  დაავადების სხვადასხვა ტიპი, განსაკუთრებით პროსტატის, ფილტვისა და კუჭის სიმსივნეები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend