ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ავღანეთის ხელისუფლებაში მყოფ „თალიბანს“ შორის პატიმართა გაცვლის პროცესი გაიმართა. შეერთებულმა შტატებმა ამერიკელი ინჟინრის მარკ ფრერიქსის სანაცვლოდ „თალიბანს“ მისი მოკავშირე და ნარკოტიკების კონტრაბანდაში მონაწილე პირი ბაშირ ნურზაი გადასცა. როგორც ცნობილია, ბაშირ ნურზაიმ ამერიკის ციხეში 17 წელი გაატარა.
შეერთებულ შტატებსა და ავღანეთს შორის პატიმართა გაცვლის პროცესი წარმატებით დასრულდა. შეერთებულმა შტატებმა გაათავისუფლა „თალიბანის“ მოკავშირე და ნარკოტიკების კონტრაბანდაში მონაწილე ბაშირ ნურზაი, რომელმაც ამერიკის ციხეში 17 წელი გაატარა.
ამერიკულმა დელეგაციამ იგი ჩაიყვანა ქაბულის აეროპორტში. სანაცვლოდ მათ „თალიბანის“ წევრებმა გადასცეს ამერიკელი ინჟინერი მარკ ფრერიქსი, რომელიც 2020 წლის თებერვალში ავღანეთში პროექტზე მუშაობის დროს დააკავეს.
ნურზაი მეორე ავღანელი პატიმარია, რომელიც შეერთებულმა შტატებმა ბოლო დროს გაათავისუფლა. ავღანეთის მთავრობა კმაყოფილია აშშ-ის გადაწყვეტილებით. მათი აზრით, ეს ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის ახალი ურთიერთობის დასაწყისია. გათავისუფლებული პატიმარი ავღანეთის ხელისუფლებამ დიდი ზარ-ზეიმით მიიღო.