15 სექტემბრიდან საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი განახლდა.
სასკოლო განათლების სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ინკლუზიური სწავლებაა, რაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეების ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში ჩართვას ითვალისწინებს სხვა მოსწავლეებთან ერთად.
როგორია სურათი ჩვენს ქვეყანაში – “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ნინო ვალიკოვმა ისაუბრა.