მთავარისაქართველობანკზე თავდამსხმელი დაკავებულია, მძევლები კი გათავისუფლებულნი არიან

ბანკზე თავდამსხმელი დაკავებულია, მძევლები კი გათავისუფლებულნი არიან

ქუთაისში საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი პირი დაკავებულია, ყველა მძევალი კი გათავისუფლებული. ამ ინფორმაციას ავრცელებს თავად „საქართველოს ბანკი”. „ბოროტმოქმედი დაკავებულია, ყველა მძევლად აყვანილი უდანაშაულო ადამიანი კი – თავისუფალი. მადლობა სპეცოპერაციაში მონაწილე ყველა ადამიანს”, – ნათქვამია „საქართველოს ბანკის” „ფეისბუკის” ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. საქართველოს ბანკის ქუთაისის ერთ-ერთ ფილიალში თავდამსხმელი დღეს დაახლოებით დილის 11 საათზე შეიჭრა. მას დატყვევებული ჰყავდა 12 ადამიანი. მთელი დღის განმავლობაში თავდამსხმელი თავის მოთხოვნებს მძევლების ფეისბუქ ანგარიშებიდან, ლაივ ვიდეოების საშუალებით აჟღერებდა. ის მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ითხოვდა ორ მილიონ ამერიკულ დოლარს, ვერტმფრენს, “სპრინტერის” ტიპის მიკროავტობუსს, რუსეთის დროშასა და ანკესს.

სპეცოპერაცია მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. რამდენიმე საათში ადგილზე ჩავიდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიც. სპეცოპერაცია სწორედ მინისტრის ჩასვლიდან დაახლოებით ორ საათში დასრულდა. თავდამსხმელი ამბობდა, რომ მას ჰქონდა ასაფეთქებელი მოწყობილობები, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებიათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმე აღძრული აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend