აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გუშინ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. შეხვედრა ნიუ იორკში გაიმართა და საუბარი შეეხო კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას. როგორს ენტონი ბლინკენი აცხადებს, კონფლიქტის გადაჭრის საუკეთესო გზა სწორედ დიპლომატიაა და სასიხარულოა, რომ მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეტაკებები 13 სექტემბერს განახლდა, 15 სექტემბერს კი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაიდო.
“მსურს, ჩვენი გულწრფელი თანაგრძნობა გამოვთქვა დაღუპულთა ოჯახებისა და მეგობრების მიმართ. მახარებს ის ფაქტი, რომ რეგიონში ბრძოლები შეწყდა და არ დარღვეულა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.მე ვესაუბრე პრემიერ-მინისტრ ნიკოლ პაშინიანსა და პრეზიდენტ ილჰამ ალიევს. სატელეფონო საუბრისას ორივე ლიდერმა მითხრა, რომ ისინი მზად არიან რეგიონში მშვიდობა დამყარდეს. კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაჭრა საუკეთესო გამოსავალია ორივე მხარისთვის.ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა გააკეთოს ყველაფერი, რაც შეუძლია.“