მთავარისაქართველო2014 - 2020 წლებში ევროკავშირი საქართველოს 938,4 მილიონი ევროთი დაეხმარა

2014 – 2020 წლებში ევროკავშირი საქართველოს 938,4 მილიონი ევროთი დაეხმარა

ევროკავშირმა საქართველოსთან 2014-2020 წლებში თანამშრომლობის ეფექტიანობისა და გავლენის დეტალური შეფასება გამოაქვეყნა. შეფასების შედეგად დადგინდა, რომ ევროკავშირის თანამშრომლობა საქართველოსთან იყო სტრატეგიულად გამართული და მისი დაგეგმვა მყარ ინსტიტუციურ სტრუქტურებს ეყრდნობოდა.

ევროკავშირის პროგრამების ხილვადობა შეფასების პერიოდის ადრეულ ეტაპებზე პრობლემური იყო, თუმცა ამის გასაუმჯობესებლად ნაბიჯები უკვე გადადგმულია ევროკავშირის მხრიდან. ასევე, ხარვეზებს შორის იყო შეზღუდული წინსვლა როგორც სასამართლო რეფორმის, ასევე ადამიანის უფლებების მხრივ. შეფასების შედეგად გაიცა რეკომენდაციები… „ევროკავშირმა უნდა განაგრძოს ინსტრუმენტების, მეთოდებისა და არხების ფართო სპექტრის, მათ შორის პოლიტიკისა და პოლიტიკური დიალოგის გამოყენება, ამასთანავე, ეფექტიანობას მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს. ევროკავშირმა უნდა გამოიყენოს კრიტიკული მიდგომა შესაძლებლობების განვითარებისა და ტექნიკური დახმარების საჭიროების შეფასებისას, მდგრადობის უზრუნველსაყოფად. ხოლო შედეგების მონიტორინგი ზედმიწევნით უნდა იყოს გამოკვლეული.

ევროკავშირმა უფრო ხარისხიანად უნდა წამოსწიოს წინა პლანზე გამჭოლი საკითხები, განსაკუთრებით გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართოებასთან დაკავშირებით. ევროკავშირის მხარდაჭერა თანამშრომლობის კუთხით სტრატეგიულად უნდა განისაზღვროს განვითარებადი გეოპოლიტიკური კონტექსტის ასასახად“, – ნათქვამია შეფასებაში.

ევროკავშირის თანამშრომლობის შეფასების მიზანი იყო იმის გარკვევა, თუ რამ იმუშავა, რამ არა და რა პირობები იყო ამისთვის შექმნილი. როგორც ცნობილია, 2014-2020 წლებში ევროკავშირი საქართველოს საერთო ჯამში 938 მილიონ ევროზე მეტით დაეხმარა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend