მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოვესტმინსტერში არ წყდება მოქალაქეების ნაკადი, რომლებსაც სურთ პატივი მიაგონ დედოფალ ელისაბედ მეორის...

ვესტმინსტერში არ წყდება მოქალაქეების ნაკადი, რომლებსაც სურთ პატივი მიაგონ დედოფალ ელისაბედ მეორის ხსოვნას

დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში ათასობით ადამიანი კვლავ რიგში დგას, რომ დედოფალ ელისაბედ II-ის ხსოვნას მიაგოს პატივი. ბრიტანელები თავიანთ მონარქს ემშვიდობებიან. ხანგრძლივი ლოდინის მიუხედავად, ვესტმინსტერში მშვიდი ატმოსფეროა.

„იქ სიწყნარე იყო. ყველა პატივისცემით იყო განწყობილი. ყველა ჩუმად იყო. ხალხი მონარქს პატივს მიაგებს. ეს ძალიან ამაღელვებელია,” – ამბობს ბრიტანელი კრისტინ ჰინცე, რომელიც ვესტმინსტერში მივიდა.

„ეს მშვენიერი გამოცდილება იყო. ჩვენ აქ მოვედით და დედოფალს დავემშვიდობეთ. გვინდოდა, მისთვის პატივი მიგვეგო და ჩვენ ეს გავაკეთეთ. მას პირადად არასოდეს შევხვედრივარ, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩემი ბებია იყო. ის იყო მშვენიერი და ძლიერი ქალბატონი,” – ამბობს ელისაბედ ბრუნო, რომელმაც დედოფლის ხსოვნას პატივი მიაგო.

ელისაბედ მეორის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გაეროშიც. გაეროს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ის, როგორც ერთა თანამეგობრობის ლიდერი, მნიშვნელოვანი ფიგურა იყო.

„მისი მეფობის პირველ წლებში ბევრმა ერმა ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა და ჩამოყალიბდა ერთა თანამეგობრობა. თანამეგობრობის წევრები გაეროს წევრი ქვეყნები არიან. დღეს ჩვენ დედოფლის გარდაცვალებას მათთან ერთად განვიცდით,” – განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა.

უელსის პრინცი და პრინცესა, უილიამი და ქეითი, ჩავიდნენ ქალაქ სანდრინჰემში, სადაც სამეფო ოჯახი ცხოვრობს. სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის მათ ადგილობრივ მოსახლეობას მადლობა გადაუხადეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend