მთავარიმსოფლიოაფრიკააფრიკის ქვეყნებში ბრიტანეთის დედოფლის გარდაცვალებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა

აფრიკის ქვეყნებში ბრიტანეთის დედოფლის გარდაცვალებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა

დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორეს გარდაცვალების გამო სამეფო ოჯახს მთელი მსოფლიოდან უგზავნიან სამძიმრის წერილებს. მათ შორის არიან აფრიკის ქვეყნების ლიდერებიც, რომლებიც იხსენებენ დედოფალს, თუმცა ამავდროულად მონარქის გარდაცვალებას, სოციალურ ქსელში ბრიტანეთის კოლონიალური ისტორიის გახსენებაც მოჰყვა. უფრო დეტალურად ამ ამბებზე, გაგვესაუბრება „აფრიკანიუსის“ ჟურნალისტი ლორეინ ვოფო.

“8 სექტემბერს, დედოფალ ელისაბედის გარდაცვალებას განსხვავებული რეაქცია მოჰყვა. ემოციების ნაზავი იყო. ზოგმა მართლაც განიცადა მონარქის სიკვდილი, თუმცა ზოგისთვის სულერთი იყო სამეფო ოჯახისთვის აფრიკული ქვეყნის ლიდერის მიერ გაგზავნილი გულწრფელი სამძიმრის წერილი. იყვნენ ადამიანები, რომლებიც გამოხატავდნენ შეშფოთებას. მათ არ სურდათ, გლოვის ცერემონიაში მიეღოთ მონაწილეობა კონტინენტზე მონარქიის კოლონიალისტური წარსულის გამო. როდესაც ელისაბედი ტახტზე ავიდა, ის მილიონობით მოქალაქის დედოფალი გახდა, თუმცა ყველას არ სურდა, იმპერიის ნაწილი გამხდარიყო”.

ევრონიუსი: ელისაბედ მეორე დეკოლონიზაციის პროცესის დაწყებიდან თანამეგობრობის პერიოდამდე იყო ტახტზე. როგორ აფასებენ ამ პერიოდს?

“ბევრმა აფრიკულმა ქვეყანამ დააფასა ის, თუ როგორ წარმართა დედოფალმა ინგლისურენოვანი კოლონიებიდან კონსტიტუციურ მონარქიაზე გადასვლის პროცესი და შემდეგ კი იმ რესპუბლიკების ჩამოყალიბება, რომლებიც მოგვიანებით შეუერთდნენ ერთა თანამეგობრობას, თუმცა, ამავდროულად, ბრიტანეთის იმპერია ბოლო დღეებს ითვლიდა. მაგალითად, კენიაში იყო უფრო სასტიკი რეპრესიები ანტიკოლონიური მებრძოლების წინააღმდეგ. კენიაში მაუ-მაუს აჯანყება 1950-იან წლებში მოხდა. ამ აჯანყების სისასტიკე დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა და დედოფალმა საბოლოოდ 2013 წელს აღიარეს, მაუ-მაუს აჯანყებისას გადარჩენილებმა კი კომპენსაცია მიიღეს”.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend