მთავარიმსოფლიოსომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეტაკებები ღამით შეწყდა

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეტაკებები ღამით შეწყდა

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეტაკებები შეწყდა ღამით, როდესაც დაზავების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. ბოლო დღეებში მომხდარ შეტაკებებს ორივე მხრიდან 155 ჯარისკაცი ემსხვერპლა. სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება ძალაში საღამოს 8 საათიდან შევიდა. აზერბაიჯანის ხელისუფლებას ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის ოფიცილაური პირები ბაქოს არაპროვოცირებულ აგრესიაში სდებენ ბრალს. აზერბაიჯანის ოფიციალური პირები კი აცხადებენ, რომ მათ შესაბამისი რეაქცია ჰქონდათ, როდესაც სომხეთი მათ ქვეყანას ბომბავდა. მხარეებს შორის კონფლიქტის განახლება ევროკავშირის ქვეყნებში შეშფოთებას იწვევს.

ეს კონფლიქტი მხარეებს შორის მშვიდობიანად უნდა მოგვარდეს, რადგან ხალხი იღუპება. აქამდე არსებული ვითარება იმედის მომცემი იყო, ახლა კი საფრთხის წინაშე ვართ. მიუხედავად ამისა, ჩვენ, ევროკავშირმა და გერმანიამაც, მთელი ძალისხმევით უნდა ვიმუშაოთ, რომ ქვეყნებს შორის კონფლიქტი მშვიდობიანი გზით მოგვარდეს,” – განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა.

მეზობელ რესპუბლიკებს შორის დაპირისპირება მთიანი ყარაბაღის რეგიონის გამო დაიწყო. კონფლიქტს 1980-იან და 1990-იან წლებში არა ერთი ომი მოჰყვა. 6-კვირიანი ომი იყო 2020 წელსაც. რეგიონში დაძაბული ვითარება ათწლეულების განმავლობაში გრძელდება. საერთშორისო საზოგადოებას მიაჩნია, რომ  ტერიტორიები აზერბაიჯანს ეკუთვნის, თუმცა მიუხედავად ამისა, რეგიონი ძირითადად ეთნიკური სომხებითაა დასახლებული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend