მთავარი ევროპა გაერთიანებული სამეფო ათასობით ადამიანი ლონდონის ქუჩებში რიგში დგას, რომ დედოფლის ხსოვნას პატივი მიაგოს

ათასობით ადამიანი ლონდონის ქუჩებში რიგში დგას, რომ დედოფლის ხსოვნას პატივი მიაგოს

დედოფალ ელისაბედ მეორის ცხედარი ვესტმინსტერის დარბაზშია დასვენებული. იგი სამეფო წესითაა შემოსილი, ხოლო თავზე სახელმწიფო გვირგვინი ადგას.

მეფე ედუარდ VII-დან მოყოლებული გარდაცვლილ ბრიტანელ მონარქებს სწორედ ამ დარბაზში ასვენებდნენ. მთელი ღამის განმავლობაში ათასობით ადამიანი დგას რიგში, რომ დედოფალ ელისაბედ II-ის ხსოვნას მიაგოს პატივი. მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება, გამოემშვიდობოს დედოფალს.

„ეს ყველაფერი ძალიან ემოციური იყო. ეს სიურრეალისტურია. 6-7 საათის განმავლობაში ვიდექით რიგში, თუმცა დრო მალე გავიდა. შიგნით საოცარი სიმშვიდე სუფევდა,” – ამბობს რიტა ბაიფორდი, რომელიც დედოფლის ხსოვნას პატივი მიაგო.

„შიგნით ძალიან ემოციური გარემო იყო, მშვენიერი და მშვიდი. გვირგვინი ბრწყინავდა. დედოფალი ჩემთვის ქალის მისაბაძი მაგალითია და ჩვენ მისით ვამაყობთ,” – ამბობს ბრიტანელი მოქალაქე სარა რიჩარდსი.

დედოფალს ორშაბათს ვესტმინსტერის სააბატოში დაკრძალავენ. მის დაკრძალვას მოწვეული უცხოელი ლიდერებიც დაესწრებიან.

უახლესი

სხვა ამბები

00:03:16
Send this to a friend