მთავარიევროპაუკრაინაუკრაინელმა სამხედროებმა 300-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინელმა სამხედროებმა 300-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინელ სამხედროებს გასული დღეების განმავლობაში მნიშვნელოვანი წინსვლა აქვთ. ხარკივის რეგიონში გათავისუფლებულია 300-ზე მეტი დასახლება, რომლებიც 6 თვის განმავლობაში რუსული ძალების მიერ იყო ოკუპირებული.

ჟურნალისტებს უფლება მიეცათ, გაჰყოლოდნენ უკრაინელ მეომრებს, რომლებიც წინ მიიწევენ და გადაეღოთ მძიმე ბრძოლების შედეგები, მათ შორის აფეთქებული ხიდი და რუსების უკან დახევის შემდეგ მიტოვებული პოზიციები.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა, რომ ამჟამად გათავისუფლებულია 4000 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია, სადაც ყველანაირ ზომას იღებენ, რომ საზოგადოება  ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდეს. პრეზიდენტის თქმით,  განახლდება პენსიების გაცემაც.

თუმცა ზოგიერთ გათავისუფლებულ დასახლებაში კარგად ჩანს რუსების მიერ დატოვებული კვალი. პოლიცია მშვიდობიანი მოქალაქეების წამებისა და მკვლელობის შემთხვევებს იძიებს.

ამავდროულად, რუსეთი განაგრძობს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე იერიშიების მიტანას.

რუსეთის თავდაცვის სამინიტრო  თავისი საარტილერიო ქვედანაყოფების საბრძოლო კადრებს ავრცელებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend