მთავარიევროპასერბეთიწელს ბელგრადში ევროპრაიდი აღარ გაიმართება

წელს ბელგრადში ევროპრაიდი აღარ გაიმართება

სერბეთის პოლიციამ გააუქმა ევროპრაიდი, მსვლელობა, რომელიც ბელგრადში უნდა გამართულიყო. გადაწყვეტილება რამდენიმეკვირიანი დაძაბულობის შემდეგ მიიღეს. ხელისუფლება ულტრამემარჯვენე, ჰომოსექსუალთა მოწინააღმდეგე აქტივისტებთან შეტაკების საფრთხეზე საუბრობს. პრაიდის ორგანიზატორები კი რისხვას ვერ მალავენ.

ბელგრადის პრაიდის ორგანიზატორი მარკო მიჰაილოვიჩი ამბობს, რომ მრავალი წლის განმავლობაში წარმატებულად ტარდებოდა მსვლელობა, წელს კი ევროპრაიდი ბელგრადში უნდა გამართულიყო, თუმცა გააუქმეს. მისი აზრით, ეს სკანდალია. ევროპრაიდი უნდა ჩატარებულიყო იმ დღეს, როდესაც სერბეთის პრემიერ-მინისტრს ბელგრადში უნდა გაეხსნა კონფერენცია, რომელიც  ადამიანის უფლებების საკითხებს ეხება. გაუქმების მიზეზად უსაფრთხოებას ასახელებენ.

კვირას ბელგრადში ათასობით ადამიანი გამოვიდა პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე. მათ შორის იყვნენ ბაიკერები, მართლმადიდებელი მღვდლები და ულტრამემარჯვენე ნაციონალისტები, რომლებიც ევროპრაიდის აკრძალვას მოითხოვენ.

სერბეთში არ არის დაშვებული ერთსქესიანთა ქორწინება. აქ ჰომოფობია ჯერ ისევ გამოწვევად რჩება. როგორც მსვლელობის ორგანიზატორები ამბობენ, ისინი დაწესებული აკრძალვის გასაჩივრებას აპირებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend