მთავარიევროპასაფრანგეთისტრასბუგში ევროპაში მინიმალური ხელფასის გაზრდაზე იმსჯელეს

სტრასბუგში ევროპაში მინიმალური ხელფასის გაზრდაზე იმსჯელეს

ევროპარლამენტში ევროპის ქვეყნებში დასაქმებულებისთვის მინიმალური ხელფასის გაზრდის თაობაზე იმსჯელეს.

კანონმდებლებმა განიხილეს ის საკითხები, რომლებიც პარლამენტმა და საბჭომ ივნისში შეათანხმეს. კენჭისყრა ოთხშაბათს, 14 სექტემბერს არის დაგეგმილი.

ზოგიერთი ევროპარლამენტარის აზრით, მიმდინარე კრიზისის დროს ამ საკითხის განხილვა მისასალმებელია.

,,ეს დირექტივა არის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმ სტრუქტურული სიღარიბის დასაძლევად, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ევროკავშირში.  სანამ ჩვენ ინფლაციასა და ენერგეტიკული ფასების მკვეთრ ზრდაზე ვსაუბრობთ, უამრავი ადამიანია, რომლებიც იბრძვიან თავის გატანაზე. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია სტრუქტურული ცვლილებების განხორციელება. ეს სარგებელს მოუტანს მილიონობით ევროპელ მოქალაქეს”, – ევროპარლამენტარი სკა კელერმა.

ევროკავშირი მიზნად ისახავს, რომ მინიმალურმა ხელფასმა ევროკავშირის ყველა ქვეყანაში უზრუნველყოს დასაქმებულების ღირსეული ცხოვრება.

ის შეეხება  ევროკავშირში ყველა დასაქმებულს, რომლებსაც აქვთ შრომითი ხელშეკრულება.

ამჟამად ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის  ყველაზე დაბალი მინიმალური ხელფასი ბულგარეთშია და 332 ევროს შეადგენს, ყველაზე მაღალი კი ლუქსემბურგში – 2 257 ევრო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend