მთავარიევროპაიტალიავადამდელი საპარლამენტო არჩევნები იტალიაში

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იტალიაში

იტალიაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე ცამეტი დღე დარჩა.  ერთ-ერთმა იტალიურმა მედიამ კი თავის სტუდიაში მთავარ ოპონენტებს უმასპინძლა.

ულტრამემარჯვენე პარტიის „იტალიის ძმების“ ლიდერი  ჯორჯა მელონი და დემოკრატიული პარტიის ლიდერი ენრიკო ლეტა ენერგეტიკის ფასების ზრდასა და ევროპასთან ურთიერთობის საკითხზე მსჯელობდნენ.

“მაგალითად, გერმანია გაზის ფასზე ვერ თანხმდება, რადგან მას რუსეთთან ხელშეკრულება აქვს დადებული, რომლის მიხედვითაც გერმანული კომპანიები, იტალიურ კომპანიებთან შედარებით, გაზის მესამედ  საფასურს იხდიან, რაც ასევე ქმნის კონკურენტუნარიანობის პრობლემას. ჩვენ გვინდა ევროპა, რომელშიც იტალიას ასევე შეეძლება დაიცვას თავისი ინტერესები და გამოსავალიც მოიძიოს სხვებთან ერთად“, – განაცხადა ჯორჯია მელონიმ.

ლეტამ გააკრიტიკა მელონი იმის გამო, რომ ის მხარს უჭერს უნგრეთისა და პოლონეთის მთავრობებს, რომლებსაც, მისი თქმით, სურთ ჰქონდეთ ვეტოს უფლება იტალიისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე.

”ჩვენ გვინდა ევროპა, რომელიც მუშაობს საერთო ინტერესებით. ეს იქნება  ევროპა, რომელსაც წინსვლა სურს. საჭიროა, გადაიხედოს ვეტოს უფლება, იმის გამო, რომ ევროპისთვის მნიშვნელოვანი საკითხები უფრო ეფექტიანად გადაიჭრას. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა,  ვიყოთ უფრო მეტად მომართული შედეგებზე”, – ამბობს ენრიკო ლეტა.

25 სექტემბერს იტალიელები საკუთარ არჩევანს გააკეთებენ. მელონის პარტია, რომელიც სამპარტიულ ალიანსშია მატეო სალვინის მკაცრი, ანტიიმიგრაციული ლიგასა და სილვიო ბერლუსკონის Forza Italia-სთან ერთად,  დაახლოებით 48%-ს აგროვებს , მემარცხენე ცენტრის ალიანსის წილი კი  29%-ია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend