მთავარიევროპაუკრაინაუკრაინელმა სამხედროებმა ბოლო 24 საათში 20 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა ბოლო 24 საათში 20 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

უკრაინელი სამხედროები კონტრშეტევის შედეგად სულ უფრო მეტ ტერიტორიას  იბრუნებენ. ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთის ზოგიერთ ნაწილში ისინი რუსეთის საზღვარსაც კი მიუახლოვდნენ. როგორც უკრაინელები აცხადებენ, რუსები მასობრივად არიან ალყაში მოქცეული.  ადგილობრივებმა, რომლებიც ოკუპაციის პირობებში ცხოვრობდნენ,  თავიანთი გამოცდილების შესახებ ისაუბრეს.

მათი თქმით,  რუსები გარბიან რეგიონიდან. დაბომბვა  ღამით, დაახლოებით ორის ნახევარზე, დაიწყო. რუსებმა ცეცხლი წაუკიდეს იმ ადგილებს, სადაც გაჩერებული იყვნენ. მოსახლეობა მიხვდა, რომ ისინი თავიანთ კვალს ანადგურებდნენ და ისე ტოვებდნენ ტერიტორიას.

იზიუმის მკვიდრს იური კუროჩკას უჭირს, გადმოსცეს, როგორი ბედნიერია განვითარებული მოვლენების გამო. ის კმაყოფილია, რომ აქ, სადაც გუშინ დილით რუსები იყვნენ, დღეს უკვე  უკრაინელები არიან.

თვეების განმავლობაში ბრძოლის ველზე ნაკლები აქტივობა შეინიშნებოდა, თუმცა ახლა იმპულსი უკრაინელთა მხარეს იგრძნობა.  კიევში აცხადებენ, რომ 24 საათში მათმა სამხედროებმა 20 დასახლება გაათავისუფლეს.

თუმცა ქალაქ ლიმანს, რომელიც რკინიგზისა და სახმელეთო ხიდების  კვანძია მდინარე ჩრდილოეთის დონეცზე, რუსებთან ერთად ჯერ ისევ ლუჰანსკისა და დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების შენაერთები აკონტროლებენ.

რუსი სამხედროები აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგე მათი ხაზების გარღვევას ცდილობს, თუმცა ახერხებენ და იცავენ ტერიტორიას. მათი შეფასებით, ყველაფერი კარგად არის და ლიმანის რაიონი უკრაინელთა ხელში არ გადასულა.

მიუხედავად უკრაინის წარმატებისა, მსხვერპლთა რაოდენობაც იზრდება. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ქვეყნის მასშტაბით 9 რეგიონზე მიტანილ იერიშს 4 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 11 კი დაიჭრა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend