პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფის (PMCG) მიერ მომზადებული ახალი კვლევის თანახმად, 2010 წლიდან 2020 წლამდე საქართველოდან ემიგრაციაში წასული ადამიანების ჯამური რაოდენობა 7%-ით გაიზარდა და 861 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 23%-ია.
როგორც ანგარიშში წერია, ქართველი ემიგრანტების მთავარ მიმღებ ქვეყნად რუსეთი რჩება, რომელსაც მოჰყვება საბერძნეთი, უკრაინა და აზერბაიჯანი.
მთავარ მიმღებ ქვეყნებს შორის ემიგრანტების ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა აშშ-ში, იტალიასა და სომხეთში.
კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ საქართველოდან წასული ემიგრანტების მთავარი მოტივაცია საქართველოში მყოფი ოჯახებისთვის ფულის გამოგზავნაა, რათა მათი საცხოვრებელი პირობები უზრუნველყონ.
ალეკო გვეტაძე