მთავარიევროპაიტალიაიტალიაში ენერგორესურსების დაზოგვის გზებზე მსჯელობენ

იტალიაში ენერგორესურსების დაზოგვის გზებზე მსჯელობენ

ევროპის სხვა ქვეყნების მოქალაქეების მსგავსად, იტალიელებიც ცდილობენ, მოიძიონ გზები და შეამცირონ ელექტროენერგიის მოხმარება. მაგალითად, გამორთონ გაზი, როდესაც მაკარონის მოსამზადებლად წყალი ადუღდება. თუმცა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაა. ზოგი ფიქრობს, რომ ეს სულაც არ არის კარგი იდეა.

ერთ-ერთი რესტორნის  შეფმზარეული ვასფი მესიეჰა ამბობს, რომ მაკარონი ცეცხლის გარეშეც შეიძლება მომზადდეს. თუკი ტემპერატურა 100 გრადუსს მიაღწევს, შესაძლებელია ცეცხლის გამორთვა და მაკარონი ცუდად, თუმცა მაინც მოიხარშება.

ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა გსურს, გემრიელად მიირთვა თუ ფული დაზოგო.

მომდევნო თვეებში სავახშმოდ სადმე წასვლა შესაძლოა, ძვირი სიამოვნება იყოს. რესტორნების მფლობელები ცდილობენ, ფასები შეინარჩუნონ,  თუმცა ეს ძალიან რთულია.

რესტორნის მფლობელი მარკო ამეცონი ადრე თვეში 350 – 400 ევროს იხდიდა, რაც ისედაც არაა ცოტა. ზაფხულში კი კონდინციონერის გამო  500 ევრომდე უწევდა, წელს კი, ივლისში მარკომ 1407 ევრო გადაიხადა.

იტალიის მთავრობა მომხმარებელთათვის მილიარდობით ევროს სუბსიდირებას უკვე ახდენს, თუმცა ენერგორესურსებზე სუბსიდირების მნიშვნელოვანი გაზრდა ამ შემოდგომაზეა დაგეგმილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend