დღეს, 13 სექტემბერს ლოს-ანჯელესში სატელევიზიო პრემია “ემის” ცერემონია გაიმართა და გასული წლის სატელევიზიო პროექტებსა და ხელოვანებს შორის გამარჯვებულები დასახელდა.
74-ე დაჯილდოებაზე 24 პრიზი ათზე მეტ სატელევიზიო შოუს გადაეცა. წელს საუკეთესო დრამის ჯილდო HBO-ს სატირულ კომედიურ დრამა “მემკვიდრეებს” გადაეცა.
საუკეთესო კომედიის ჟანრში კი “ეფლის” სერიალმა – ტედ ლასომ გაიმარჯვა. გამარჯვებულთა სიაში მოხვდა კორეული გახმაურებული სატელევიზიო შოუ “კალმარის თამაში.”
წლევანდელი დაჯილდოების წამყვანი ამერიკელი მსახიობი კენან თომფსონი გახლდათ.