მთავარისაქართველოომბუდსმენის არჩევის საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას შეხვდა

ომბუდსმენის არჩევის საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას შეხვდა

ახალი ომბუდსმენის არჩევის საკითხზე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო ოპოზიციასთან კონსულტაციებს იწყებს.

საპარლამენტო სუბიექტებთან პირველ შეხვედარში მონაწილეობა მიიღეს “ლელოს”, “ნაციონალური მოძრაობის” “მოქალაქეების” და პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატებმა. შეხვედრას დაესწრო “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე. ხოლო, “რეფორმების ჯგუფის” სხვა წარმომადგენლები – “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი დეპუტატები კონსულტაციებზე არ იმყოფებოდნენ.

პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებებით, 2022 წლის ბოლოს პარლამენტს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურები პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით წარედგინება.

უფრო კონკრეტულად, პარლამენტის თავმჯდომარე ბრძანებით შეფასების სამუშაო ჯგუფს შექმნის. შეფასების სამუშაო ჯგუფის შექმნამდე კი, პარლამენტის თავმჯდომარემ სახალხო დამცველის კანდიდატურის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტებთან – საპარლამენტო ფრაქციებთან და პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციები უნდა გამართოს.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend