გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ მეორის ცხედარი შოტლანდიაში, დიდი ბრიტანეთის მონარქის ოფიციალურ რეზიდენციაში, ჰოლირუდის სასახლეში გადაასვენეს. ბალმორალის ციხესიმაგრიდან შოტლანდიის დედაქალაქისკენ მიმავალ გზაზე ექვსსაათიან მსვლელობას უამრავი ადამიანი ესწრებოდა.
ხალხმრავლობა იქნება დღესაც, როდესაც დედოფლის ცხედარს ედინბურგის ტაძარში გადაასვენებენ, აქ შოტლანდიელებს დედოფალთან გამომშვიდობების შესაძლებლობა ექნებათ. ცერემონიას მეფე ჩარლზი და სამეფო ოჯახის წევრები დაესწრებიან.
შოტლანდიის პირველი მინისტრი ნიკოლა სტერჯენი, რომელიც ასევე ადევნებდა თვალს მსვლელობას, პირველ აუდიენციას ახალ მეფესთან ერთად გამართავს.
ბუკინგების სასახლის კარიბჭესთან კი საზოგადოება დედოფლის ხსოვნას პატივს ყვავილებით მიაგებს. დიდი ბრიტანეთის დედოფალს ელისაბედ მეორეს 19 სექტემბერს დაკრძალავენ. დაკრძალვის დღე გარდაცვლილი მონარქის პატივსაცემად უქმედ გამოცხადდა.
დედოფლის დაკრძალვის ცერემონია კი ვესტმინსტერის სააბატოში გაიმართება. მეფე ჩარლზმა თავისი პირველი მიღება ბუკინგემის სასახლეში უკვე გამართა.