მთავარიამერიკააშშ11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმებიდან 21 წელი გავიდა

11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმებიდან 21 წელი გავიდა

აშშ-ში 2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარი ტერორისტული თავდასხმებიდან 21 წელი გავიდა. ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონია ნიუ-იორკში წუთიერი დუმილით დაიწყო. ტერორისტული თავდასხმის ადგილზე,  მემორიალთან, როგორც ყოველ წელს, დაღუპულები მოიხსენიეს.

ცერემონიას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ესწრებოდა. ტრადიციულად ამ დღეს არცერთი პოლიტიკოსი არ საუბრობს. 21 წლის წინ ტერორისტული ორგანიზაციის „ალ-ქაიდას“ თვითმკვლელმა ტერორისტებმა 4 თვითმფრინავი გაიტაცეს. 2 თვითმფრინავი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობებს დაეჯახა, რის შედეგადაც 3 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

11 სექტემბრის შემდეგ აშშ-მ ერაყსა და ავღანეთში ანტიტერორისტული ოპერაციები დაიწყო. 2011 წელს პაკისტანში „ალ-ქაიდას“ ლიდერი ოსამა ბინ ლადენი მოკლეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend