მთავარიევროპაუკრაინაწარმატებული უკრაინული კონტრშეტევა აღმოსავლეთის ფრონტის ხაზზე

წარმატებული უკრაინული კონტრშეტევა აღმოსავლეთის ფრონტის ხაზზე

უკრაინული არმიის კონტრშეტევა აღმოსავლეთის ფრონტის ხაზზე ტემპს იკრებს, რუსული არმია კატასტროფული დანაკარგებით იხევს უკან.

აღმოსავლეთის ფრონტის ხაზიდან პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ჯარისკაცები უპატაკებენ – დიდი სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქში, ხარკივის ოლქში მდებარე ბალაკლეაში კვალ უკრაინული დროშა ფრიალებს.

ამ ქალაქზე კონტროლის დაკარგვა უდიდეს საფრთხეს უქმნის უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქის ხარკივის ფრონტზე რუსი ოკუპანტების მომარაგების ხაზებს და მათ საკვანძო ცენტრს, ოკუპირებულ იზიუმს.

რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებული ქალაქიდან მისი ჯარისკაცების მიერ გამოგზავნილ პატაკს უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს და აცხადებს – „ყველაფერი წესრიგშია, უკრაინის დროშა უკრაინულ ქალაქში უკრაინული ცის ქვეშ ფრიალებს“.

რუსული მხარე ჯერჯერობით უარყოფს ქალაქზე კონტროლის დაკარგვას. დაუნდობელი ბრძოლები მიმდინარეობს სამხრეთის ფრონტის ხაზზეც, სადაც უკრაინული არმია ოკუპანტების მიერ დაკავებული ყველაზე დიდი უკრაინული ქალაქის, ხერსონის ჩრდილოეთ მისადგომებიდან დაახლოებით 30 კილომეტრში იმყოფებიან.

უკრაინული არმიის შთამბეჭდავი კონტრშეტევის ფონზე დემოკრატიული დასავლეთი განაგრძობს უკრაინის არმიის მომარაგებას და კიევის პოლიტიკურ მხარდაჭერას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend