მთავარიმსოფლიოევროპაყველაზე ცხელი ზაფხული ევროპის კონტინენტზე

ყველაზე ცხელი ზაფხული ევროპის კონტინენტზე

თუ თქვენ ევროპაში ცხოვრობთ, მაშინ ალბათ უკვე შეიგრძნობდით იმას, რაც ახლა უკვე კოპერნიკუსის თანამგზავრებმაც დაადასტურეს. მიმდინარე წლის ზაფხული კონტინენტის ისტორიაში ყველაზე ცხელი გამოდგა.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია,  რომ აგვისტოს თვეში საშუალო გლობალური ტემპერატურა 1991-2020 წლების საშუალო მაჩვენებელზე   0.3 გრადუსით უფრო მაღალი იყო.  თუმცა  თუ ევროპის მონაცემებს დავაკვირდებით,  ტემპერატურამ 0.8 გრადუსით მოიმატა. ეს კი, 2021 წლის მონაცემთან შედარებით, 0.4 გრადუსით უფრო მეტია, რაც, თავისთავად, რეკორდული მაჩვენებელია.

საინტერესოა ისიც, რომ წლევანდელი წელი სკანდინავიის ქვეყნებისა და ევროპის ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილებისთვის ჩვეულებრივზე უფრო ნალექიანი გამოდგა. წელს ძლიერმა სიცხეებმა  გარემოს უკვე მიაყენა უზარმაზარი ზარალი. გაჩნდა ტყის ხანძრები, დაშრა მდინარეები და ტბები, დაზიანდა მოსავალი. როგორც ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, ეს უკვე ნორმად იქცა და კლიმატის ცვლილებაც ყველასთვის საგრძნობი გახდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend