მთავარიგადაცემებისხივიჰონგ-კონგი ხელოვნებას კეთილდღეობის ასამაღლებლად ავითარებს

ჰონგ-კონგი ხელოვნებას კეთილდღეობის ასამაღლებლად ავითარებს

მდიდარი კულტურული წარსულითა და აწმყოთი ცნობილი ჰონგ-კონგი, სადაც მუდმივად იქმნება რაღაც ახალი კულტურის მიმართულებით, ის ადგილია, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულონ ხელოვანებმა და ხელოვნების მოყვარულებმა. ეს არის აზიის გლობალური ჰაბი, რომელიც სულ უფრო და უფრო ფართოვდება.

დასავლეთ კოულუნის ახალი კულტურული რაიონის წამყვანი დაწესებულება არის მუზეუმი M+, რომელშიც გამოფენილია ხელოვნების ნიმუშებიც. ეს მუზეუმი გასულ წელს გაიხსნა და მას შემდეგ უკვე მილიონზე მეტი დამთვალიერებელი მიიღო. მის გარე ეკრანზე განთავსებული განათებით შექმნილი კედლის ნახატი ჰონგ-კონგის ჰორიზონტის ახალი მშვენებაა. ახლადგახსნილი ჰონგ-კონგის  „სასახლის მუზეუმში“ კი გამოფენილია პეკინის „სასახლის მუზეუმის“ ხელოვნების ნიმუშები, მათ შორის არის მეთვრამეტე საუკუნეში ცინის დინასტიის დროს შექმნილი ყინულის სკივრი.

თუმცა ჰონგ-კონგში ძველი და ახალი ხელობნება თანაბრად მნიშვნელოვანია. მაგალითად ოი!-ის ქუჩის  ხელოვნების უბანი, სადაც ახალგაზრდა ხელოვანები იკრიბებიან პროექტ „ოი!-ის“ ფარგლებში განახლდა.  ეს პროექტი საშუალებას აძლევს ახალგაზრდა ხელოვანებს, რომ საკუთარი ახალი და ექსპერიმენტული ნამუშევრები გამოფინონ.

ხელოვნების განვითარების ოფისის ხელმძღვანელი  ლესლი ლაუ ამბობს, რომ „ოი!“-ის ეკოსოსტემა „ინკუბატორის როლს ასრულებს  ხელოვნების ახალგაზრდა მუშაკებისთვის ჰონგ-კონგში.“

ამ პროექტში ჩართული არიან მოწვეული კურატორებიც, მაგალითად, ჩუნ იუნი, რომელიც უკავშირდება ადგილობრივ ხელოვანებს, რათა მათ ოის ქუჩა გააცნოს.

„ჩვენ მოვიწვიეთ ექვსი ხელოვანი, რათა საკუთარი იდეები გაეცნოთ ჩვენთვის. ოის პროექტი ადგილობრივ ხელოვანებს  საშუალებას აძლევს, რომ საკუთარი ნამუშევრების გაყიდვაზე არ იდარდონ. მათ შეუძლიათ, ოის ფარგლებში უამრავი ექსპერიმენტი ჩაატარონ“, – განმარტა ჩუნ იუნმა.

ეს ჰონგ-კონგის  ხელოვნების ტილოს ერთი პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილია და ის უფრო მეტია, ვიდრე ხელოვნება. ეს დინამიკურ და ხმაურიან ქალაქში ცხოვრების ხარისხის ამაღლებას ემსახურება.

 

ავტორი: კრის ბერნსი და ევრონიუსი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend