მთავარიაზიაჩინეთიჩინეთის სასმელი წყლის ყველაზე დიდ წყალსაცავში წყლის დონე რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა

ჩინეთის სასმელი წყლის ყველაზე დიდ წყალსაცავში წყლის დონე რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა

ჩინეთის სასმელი წყლის ყველაზე დიდ წყალსაცავში, პოიანხუში, მაღალი ტემპერატურისა და წვიმის ნაკლებობის გამო წყლის დონე კვლავ მცირდება. სამშაბათს დილით წყლის დონემ 8 მეტრამდე დაიკლო. ადგილობრივ მეტეოროლოგიურ სამსახურში აცხადებენ, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში წყალმა 4 მეტრით დაიწია.

წლევანდელი ე.წ. მშრალი სეზონი 6 აგვისტოს დაიწყო, რაც 1951 წლიდან მოყოლებული გვალვის სეზონის დაწყების ყველაზე ადრეული თარიღია. გვალვასთან გასამკლავებლად გარკვეული ზომები უკვე მიიღეს, თუმცა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მშრალი ამინდები  მომავალ კვირასაც შენარჩუნდება და წყლის დონე კიდევ უფრო მეტად დაიწევს.

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მსოფლიოს მასშტაბით გახშირებული გვალვები და ბუნებრივი კატაკლიზმები კლიმატის ცვლილებითა და გლობალური დათბობით არის გამოწვეული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend