მთავარიევროპალიეტუვალიეტუვა ენერგოკრიზისის დასაძლევად ბიუჯეტიდან 1 მილიარდ ევროს გამოჰყოფს

ლიეტუვა ენერგოკრიზისის დასაძლევად ბიუჯეტიდან 1 მილიარდ ევროს გამოჰყოფს

ლიეტუვის მთავრობამ უნდა წარმოადგინოს ენერგეტიკული ღონისძიებების პაკეტი. მმართველი მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიციის განცხადებით, ქვეყნის მშპ-სთან შედარებით, ამ პრობლემის გადაჭრისთვის ამ რაოდენობის თანხა ბიუჯეტიდან ევროკავშირში ჯერ არავის გამოუყვია.

„საუბარია თანხაზე, რომელიც დაახლოებით მილიარდ ევრომდეა ან შესაძლოა მეტიც. და ეს მხოლოდ ენერგორესურსების ფასებს უკავშირდება. შემოსავლებიც, რა თქმა უნდა, ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული”, – განაცხადა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა ინგრიდა შიმონიტემ.

ეს უდრის ლიეტუვის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 2 პროცენტს, რომელიც გამოიყოფა 2023 წელს კერძო მომხმარებლების დასახმარებლად, მათი შემოსავლის გაზრდისა და ბიზნესის წასახალისებლად.

გეგმა მოიცავს გაზისა და ელექტროენერგიის ფასების შემცირებას ენერგიის დაზოგვის სხვადასხვა ზომასთან ერთად, მაგალითად,  საზოგადოებრივი შენობების გათბობის ლიმიტი დაწესდება 19 გრადუსამდე, კონდიცირებისა კი 27 გრადუსამდე, გეგმა  ასევე ითვალისწინებს დისტანციურ მუშაობას პარასკევსა და ორშაბათს. ეს სიახლეები ეკოლოგიის კუთხითაც ძალიან ხელსაყრელია.

საფრანგეთში გაზისა და ელექტროენერგიის ფასების ზრდის გამო იხურება ზოგიერთი სპორტული ობიექტი, მაგალითად, საცურაო აუზი და ყინულის მოედანი. აუზის ერთ-ერთი მენეჯერის თქმით, ენერგიის ხარჯები 600 მილიონი ევროდან 1,6 მილიარდამდე გაიზარდა.

ცვლილებები სატრანსპორტო სექტორსაც დააზარალებს. გავრცელებული ინფორმაციით,  ენერგიის დაზოგვის მიზნით ამ ზამთარში ნაკლები რაოდენობის მატარებელი იმოძრავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაგონები მუდამ გადავსებული იქნება.

მრავალ ქალაქში განიხილავენ ღამით ქუჩის განათების გათიშვის საკითხსაც, თუმცა ამით შესაძლოა მოსახლეობის უსაფრთხოება დაირღვეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend