მთავარიმსოფლიოახალგაზრდა ლიდერთა სამიტი

ახალგაზრდა ლიდერთა სამიტი

სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი სამიტზე სიტყვით გამოვიდა

სასექსის ჰერცოგინია ბრიტანეთში პირველად გამოვიდა სიტყვით მას შემდეგ, რაც ის და მისი მეუღლე პრინცი ჰარი ორი წლის წინ კალიფორნიაში გადავიდნენ.

მეგანმა გახსნის სიტყვა წარმოთქვა მანჩესტერში გამართულ One Young World სამიტზე, ორგანიზაციის, რომლის გრძელვადიანი მრჩეველია მეგანი.

“მე ლონდონში 2019 წელს ჩამოვედი და ამ მომენტისთვის, სამართლიანია იმის თქმა, რომ ჩემი ცხოვრება საკმაოდ შეიცვალა. მაშინ მხოლოდ დაქორწინებული ვიყავი. ახლა კი დედაც ვარ. ჩემი მსოფლმხედველობა გაფართოვდა. საზოგადოებას ახლა ჩემი შვილის თვალებით ვუყურებ და ვეკითხები ჩემს თავს „არის ეს ის სამყარო, სადაც მინდა რომ მან იცხოვროს? რა ვქნა, რომ უკეთესი გავხადო?”, – განაცხადა მეგან მარკლმა.

მეგანი და პრინცი ჰარი სტუმრები იყვნენ სამიტზე, რომელიც აერთიანებს 2000-ზე მეტ დელეგატს 190 ქვეყნიდან. ის მიზნად ისახავს წაახალისოს და გააძლიეროს მეწარმეობა და ხელი შეუწყოს მომავალი ლიდერების აღმოჩენას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend