სოციალურ ქსელებში სხვადსხვა წყარომ გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ სამხედროები უკრაინის დროშას აღმართავენ. გავრცელებული ცნობით, ეს მოხდა სოფელ ვისოკოპოლიეს საავადმყოფოს სახურავზე. ვისოკოპოლია ხერსონის ჩრდილოეთით მდებარე სოფელია, სადაც ომამდე დაახლოებით 4 ათასი ადამიანი ცხოვრობდა.
ოფიციალურ უწყებებს განცხადება წინსვლასთან დაკავშირებით არ გაუკეთებიათ, თუმცა სავარაუდოდ, ვისოკოპოლიაში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნდა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე კირილ ტიმოშენკომ, თუმცა დამატებით დეტალების შესახებ არ უსაუბრია.
📷Ukrainian troops raised Ukrainian flag on the roof of hospital in Vysokopillya, #Kherson Oblast. #UkraineRussiaWar pic.twitter.com/2D2Na0Rj1o
— MilitaryLand.net (@Militarylandnet) September 4, 2022
უკრაინის გენშტაბს, რომელიც ყოველდღიურად აქვეყნებს ომში მიმდინარე პროცესს, პირდაპირ არაფერი დაუწერია ხერსონის ოლქში გამარჯვებების შესახებ, თუმცა ამის შესახებ მინიშნებები გააკეთა. მაგალითად ითქვა, რომ ხერსონის ოლქის ჩრდილოეთით, სადაც მდებარეობს კიდევაც ვისოკოპოლია, უკრაინის გენშტაბის ცნობით რუსული მხარე თავდაცვის მოქმედებებს ახორციელებს.
განცხადება გააკეთა ასევე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, კვირას ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევა, რომელიც გასულ კვირას დაიწყო, წარმატებით მიმდინარეობს სამ დასახლებულ პუნქტში.
ზელენსკის არ დაუზუსტებია კონკრეტულად რომელ ტერიტორიებზეა საუბარი, თუმცა მადლობა გადაუხადა შეიარაღებულ ძალებს დონეცკის ოლქის დასახლებული პუნქტის გათავისუფლებაში და ასევე ქვეყნის სამხრეთით განხორციელებული წარმატებული ოპერაციისთვის.