მთავარიაზიაპაკისტანიპაკისტანში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1200-ს გადააჭარბა

პაკისტანში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1200-ს გადააჭარბა

ჯერ კიდევ მაისში სინდის პროვინციის რამდენიმე რაიონი პაკისტანში ყველაზე ცხელი წერტილი იყო. ახლა იქ მოსახლეობა წყალდიდობას ებრძვის. გადაუღებელი წვიმების გამო ქვეყნის მესამედი წყლით არის დაფარული. სტიქიამ პაკისტანში წყლით გადამდები დაავადებების აფეთქება გამოიწვია.

„შემოსული პაციენტების უმრაველობას კუჭ-ნაწლავის დაავადება აქვს, მათ შორის დიარეა, ქოლერა, დაავადებები, რომლებიც წყლით გადადის, მალარია, მუცლის ტიფი. გვხვდებიან პაციენტები კანის დაავადებებითაც. ბევრი უკვე გავწერეთ გამოჯანმრთლების შემდეგ. პაციენტების ზრდის მიზეზი ის არის, რომ წყალი ყველგან დგას. სანიტარიული ნორმები კი არ არის დაცული“, – აცხადებს ადგილობრივი ექიმი რამეშ კუმარი.

„მე ფეხმძიმობის მეშვიდე თვეში ვარ. ძლიერი ტკივილები მაქვს. აქ იმიტომ ვარ, რომ ჩემი სახლი წყალდიდობამ დაანგრია. არავინ ზრუნავს გაჭირვებულებზე, ჩინოვნიკები მოდიან აქ მხოლოდ ფოტოების გადასაღებად,ექიმი მოვიდა  ერთი დღის სამყოფი წამალი მოგვიტანეს და წავიდნენ“, – ამბობს მუნდამ ალი.

გაეროს მოსახლეობის ფონდის მონაცემებით სტიქიის ზონაში 650 ათასი ფეხმძიმე ქალია დარჩენილი, რომლებიც გადარჩენისთვის იბრძვიან. ფეხმძიმე ქალებს სახელდახელოდ მოწყობილ კარვებში მკურნალობენ. გაეროს ინფორმაციით ათასზე მეტი სამედიცინო დაწესებულება ნაწილობრივ ან სრულად განადგურდა. გზებისა და ხიდების დაზიანებამ კი ქალების სამედიცინო დაწესებულებებთან წვდომა შეზღუდა.

„მე ფეხმძიმობის მერვე თვეში ვარ, ექიმი გვჭირდება ან ექთანი მაინც, რომელიც დახმარებას აღმოგვიჩენს. არ ვიცი სად უნდა წავიდე“, – ამბობს შამშად გიული.

პაკისტანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1200-ს გადააჭარბა. დაშავდა 33 მილიონი ადამიანი. მილიონამდე სახლი კი დაზიანდა ან სრულად დაინგრა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend