“ქართული ოცნება” სახალხო დამცველის ახალი წესით არჩევის ინიციატივით გამოდის. მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, ნებისმიერ პირს შეეძლება განაცხადი შეიტანოს სახალხო დამცველის კანდიდატობაზე, ამ კანდიდატებს კი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, პროფესიული და აკადემიური წრეების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი შეაფასებს. ჯგუფის შემადგენლობაში იქნება 9 წევრი, თუმცა როგორ დაკომპლექტდება ეს ჯგუფი ჯერჯერობით უცნობია.
თემაზე ნიკა სიმონიშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე საუბრობს.