ჩინეთის მიერ უიღურებისა და სხვა ძირითადად მუსლიმური ეთნიკური ჯგუფების მიმართ სასტიკი მოქცევა სინძიანის დასავლეთ რეგიონში დანაშაულია კაცობრიობის წინააღმდეგ, წერია გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ ოთხშაბათს გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელსაც საზოგადოება დიდი ხანი ელოდა.
უფლებადამცველი ჯგუფები მიიჩნევენ, რომ ჩინეთმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დაატყვევა მილიონზე მეტი უიღური. მათ სახელმწიფო უშვებს ეგრეთ წოდებულ “ბანაკებში განათლებისთვის”. რეალურად კი ჩინეთში უიღურებს ბამბის მინდვრებში იძულებით ამუშავებენ, ვინც თავის დაღწევას ცდილობს, მას სასტიკად უსწორდებიან.
სინძიანში დაახლოებით 12 მილიონი უიღური, მუსლიმი, ცხოვრობს.
ჩინური მხარე აცხადებს, რომ ოფიციალური პეკინი კვლავ “მტკიცედ ეწინააღმდეგება” გაეროს უმაღლესი კომისრის ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში მიშელ ბაჩელეტის ამ მოხსენებას და უარყოფს ყველანაირ ბრალდებას.
ივნისში ბაჩელეტმა განაცხადა, რომ ის არ დაელოდებოდა მისი თანამდებობის ახალ ვადას და ანგარიშს გამოაქვეყნებდა მისი წასვლის თარიღისთვის, 31 აგვისტოს.