მთავარიევროპაუკრაინაატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტთა ჯგუფი ზაპოროჟიაში ჩავიდა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტთა ჯგუფი ზაპოროჟიაში ჩავიდა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტთა ჯგუფი ჩავიდა უკრაინის ქალაქ ზაპორიჟიაში ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის შესამოწმებლად, მას შემდეგ, რაც ქარხნის დაბომბვის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. სააგენტოს დირექტორმა რაფაელ გროსიმ მისიის გეგმების შესახებ ისაუბრა.

ჟურნალისტი: რამდენ ხანს აპირებთ ქარხანაში დარჩენას?

რაფაელ გროსი, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი:

„მისიას რამდენიმე დღე დასჭირდება და თუ ჩვენ შევძლებთ აქ მუდმივად დარჩენას, ან უკეთ რომ ვთქვათ, ჩვენი მისიის გახანგრძლივებას, კარგი იქნება. მაგრამ თავდაპირველი გეგმის მიხედვით, რამდენიმე დღით ვრჩებით აქ.“

დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს კვირების განმავლობაში ადანაშაულებდნენ ატომური ელექტროსადგურის დაბომბვაში.

“ზოგისთვის ძალა მხოლოდ რაკეტები და ბირთვული იარაღია. ჩვენთვის ძალა ფილოსოფიაში, მენტალიტეტში, გრძნობებსა და სიტყვებშია. ჩვენთვის ეს შეიარაღებაცაა. იმედი მაქვს, რომ ყველა ქვეყანა, ერი, ინსტიტუტი თუ საზოგადოება გრძნობს იმას, რასაც ამჟამად უკრაინა განიცდის“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend