მთავარისაქართველოკელი დეგნანი: სახალხო დამცველის არჩევის პროცესში უნდა ისმოდეს იმდენი რელევანტური ხმა,რამდენიც შესაძლებელია

კელი დეგნანი: სახალხო დამცველის არჩევის პროცესში უნდა ისმოდეს იმდენი რელევანტური ხმა,რამდენიც შესაძლებელია

სახალხო დამცველის არჩევა უკიდურესად მნიშვნელოვანია. ეს არის შესაძლებლობა საქართველოს პარლამენტისთვის, ქვეყნისთვის, რომ ჰქონდეს ძალიან ინკლუზიური პროცესი. ახლა დროა, რომ პროცესში ისმოდეს იმდენი რელევანტური ხმა, რამდენიც შესაძლებელია რათა არ იყოს დახურული, შეზღუდული წვდომის მქონე პროცესი, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა სახალხო დამცველის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე განმარტებით, სახალხო დამცველის შერჩევის უკანასკნელი პროცესი საკმაოდ კარგად იყო შეფასებული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ და იმისთვის, რომ ქვეყანამ ეს რეიტინგი შეინარჩუნოს, უნდა მიჰყვეს იმ პრინციპებს, რომლების მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკებით არის დადგენილი.

„ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ წინა შერჩევის პროცესი ძალიან კარგად იყო შეფასებული საერთაშორისო სააგენტოების მიერ, რომლებიც არეგულირებენ იმას თუ როგორ უნდა იყოს შერჩეული სახალხო დამცველი. ფაქტობრივად, საქართველომ მიიღო მაღალი რეიტინგი, რადგან პროცესი იყო ინკლუზიური, მოიცავდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და ბევრ ხმას. თუ საქართველოს სურს შეინარჩუნოს ეს მაღალი რეიტინგი, უნდა მიჰყვეს პრინციპებს, რომელიც დადგენილია, როგორც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა. საიდუმლო ნამდვილად არ არის, როგორ უნდა წარიმართოს ეს პროცესი კარგად, რადგან ეს ყველაფერი წარმოდგენილია „პარიზის პრინციპებში“, ევროპის საბჭოს რეკომენდაციებში. ბევრი საგზაო რუკა არსებობს საქართველოსთვის, რომელსაც შეუძლია მიჰყვეს, რათა წარმართოს ეს პროცესი კარგად და შეარჩიოს სახალხო დამცველი, რომელიც იქნება ყველა მხარის მიერ კონსენსუსის შედეგი. გახსოვდეთ, რომ სახალხო დამცველის უმთავრესი სამუშაო არის ადამიანის უფლებების, საქართველოს თითოეული მოქალაქის დაცვა. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი სამუშაოა და საჭიროა ის შეასრულოს მან, ვინც არის მიუკერძოებელი, კვალიფიციურია და მისაღები ყველასთვის“,- განაცხადა კელი დეგნანმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend