მთავარიმსოფლიოევროპაბალტიისპირეთის ქვეყნები 2030 წლისთვის ქარის ენერგიის გენერაციის შვიდჯერ გაზრდას გეგმავენ

ბალტიისპირეთის ქვეყნები 2030 წლისთვის ქარის ენერგიის გენერაციის შვიდჯერ გაზრდას გეგმავენ

ბალტიისპირეთის შვიდმა ქვეყანამ, ფინეთმა, შვედეთმა, ესტონეთმა, ლატვიამ, პოლონეთმა და დანიამ – ვალდებულება აიღეს, 2030 წლისთვის ქარის ენერგია შვიდჯერ გაზარდონ. ეს ჩრდილოეთ ევროპისთვის ნიშნავს, განთავისუფლდეს რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულებისაგან.

20 გიგავატი საკმარისი იქნება 20 მილიონი ოჯახისთვის ელექტროენერგიის მიწოდებისთვის – განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა.

„პუტინის მცდელობა, დაგვაშანტაჟოს წიაღისეული საწვავით, წარუმატებელია. ჩვენ ვაჩქარებთ სუფთა და იაფ ადგილობრივ განახლებად ენერგიაზე გადასვლას. აღარ ვიქნებით რუსეთის წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულები“,- განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ბალტიისპირეთის ქვეყნების განცხადებაში ნათქვამია, რომ 2050 წლისთვის ბალტიის ზღვის ქარის ენერგიის სიმძლავრე 93 გიგავატს მიაღწევს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირს სურს ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმა ისე, რომ გაზის ფასი აღარ განსაზღვრავდეს ელექტროენერგიის ფასებს.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გერმანიაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადეს, რომ საჭიროა ენერგეტიკის საკითხებზე ურთიერთობები ევროპაში მეტად ინტენსიური გახდეს.

გერმანიაც ცდილობს, შეამციროს რუსეთზე დამოკიდებულება და მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს, გაზსადენს, რომელიც იბერიის ნახევარკუნძულს აკავშირებს ცენტრალურ ევროპასთან.

„კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მე მტკიცედ ვუჭერ მხარს ასეთი კავშირის შექმნას. ეს ეხება ევროპული გაზის ქსელის ურთიერთკავშირების გაუმჯობესებას დღეს და გრძელვადიან პერსპექტივაში ასევე წყალბადის ერთად გამოყენებას”, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

რუსეთმა შეამცირა ბუნებრივი აირი ევროკავშირის ათეულ ქვეყანაში. გაზაფხულიდან ევროკავშირის ლიდერები საზოგადოებას მიმართავენ, გამოიყენონ ნაკლები გაზი ზაფხულში ზამთარს უფრო მომზადებული შეხვდეს. ბლოკმა შესთავაზა ქვეყნებს ნებაყოფლობით შემცირდეს ბუნებრივი აირის  გამოყენება 15%-ით. ის ასევე ეძებს ძალას, დააწესოს სავალდებულო შემცირებები 27 ქვეყნის ბლოკში, თუ გაზის მწვავე დეფიციტი იქნება.

„ჩვენ უნდა მოვიხმაროთ ნაკლები ენერგია სახლში, ტრანსპორტში, მაღაზიებში, ბიზნესში, ადმინისტრაციაში. ეს არის კოლექტიური ვალდებულება, შემცირდეს ენერგიის მოხმარება, ეს წესი აუცილებლად  უნდა  დავიცვათ”, – განაცხადა საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა ბრუნო ლე მერიმ.

საფრანგეთი გაზის ფასების ზრდისგან უფრო მეტად არის დაცული, ვიდრე ევროპის ბევრი სხვა ქვეყანა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend