მთავარიევროპაუკრაინაბრძოლა ხერსონის დაბრუნებისთვის

ბრძოლა ხერსონის დაბრუნებისთვის

უკრაინული ძალები ქვეყნის სამხრეთით კონტრეშეტევაზე გადავიდნენ. ისინი ცდილობენ გერმანული საარტილერიო სისტემის წყალობით რუსული ძალები მდინარე დნეპრის მეორე მხარეს განდევნონ და გაათავისუფლონ ოკუპირებული ქალაქი ხერსონი.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა თავის კუთვნილს იბრუნებს. მისივე თქმით, დაიბრუნებენ ხარკივის რეგიონს, ასევე ლუჰანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიის, ხერსონის და ყირიმის რეგიონებსაც.

დაიბრუნებენ მთლიან საზღვაო აკვატორიასაც – შავის ზღვიდან აზოვის ზღვამდე, კუნძულ ზმეინიდან ქერჩის სრუტემდე. ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ ეს აუცილებლად მოხდება, რადგან ეს ადგილები უკრაინას ეკუთვნის.

ამავდროულად პრეზიდენტმა ზელენსკიმ 7 სამხედროს გარდაცვალების შემდეგ უმაღლესი ჯილდოთი მიაგო პატივი.

რუსეთის მიერ ხერსონის მმართველად დანიშნული, კირილ სტრემუსოვი უარყოფს უკრაინელთა კონტრშეტევას. მისი განცხადებით, არავინ არ აპირებს ხერსონის რეგიონისა და ქალაქის გათავისუფლებას, უკანაც არავინ იხევს. მისივე თქმით, რაც უფრო მეტს ისაუბრებს დასავლეთის მიერ წაქეზებული ზელენსკი კონტრეშეტევებზე, უფრო მეტი ხალხი მოინდომებს რუსეთთან შეერთებას.

კირილ სტრემუსოვი აღნიშნავს, რომ რამდენადაც სამწუხაროდ არ უნდა ჟღერდეს უკრაინისთვის, რუსული მხარე ხერსონს აღადგენს და უკრაინელთა მიერ დაზარალებულ ხალხს დაუბრუნებენ ყველაფერს.

სასოფლო-სამეურნეო ცენტრი ქალაქი ხერსონი,  რომელშიც 280 000 მოქალაქე ცხოვრობს, რუსეთმა ომის დაწყებიდან მალევე დაიკავა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend