აზერბაიჯანული არმია ქალაქ ლაჩინში შევიდა და ლაჩინის დერეფანს, რომელიც სომხეთს მთიან ყარაბაღთან აკავშირებს, სრულად აკონტროლებს.
ამ დრომდე ხუთკილომეტრიან დერეფანზე კონტროლს რუსი სამხედროები სამშვიდობოების სტატუსით ახორციელებდნენ.
სამმხრივი შეთანხმების თანახმად, რუსული არმია იქ ხუთი წელი უნდა ყოფილიყო, ვიდრე ალტერნატიული გზა არ აშენდებოდა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ეს გზა ჯერ კიდევ ბოლომდე არ აშენებულა, დერეფანი აზერბაიჯანს გადაეცა.
რეგიონში არსებულ ვითარებაზე ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი საუბრობს