მთავარიევროპაუკრაინაგაეროს დამკვირვებელთა ჯგუფი შესაძლოა ზაპოროჟიეს ატომურ ელეტროსადგურში ჩავიდეს

გაეროს დამკვირვებელთა ჯგუფი შესაძლოა ზაპოროჟიეს ატომურ ელეტროსადგურში ჩავიდეს

გაერო კვლავ შეშფოთებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისა და მის მიმდებარედ განვითარებული მოვლენებით. ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს დაბომბვაში, რაც ქმნის ბირთვული კატასტროფის საფრთხეს.

გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე, რომელიც რუსეთის მოწვევით ჩატარდა, ორივე მხარეს მოუწოდეს, შეეწყვიტათ ნებისმიერი სამხედრო მოქმედება სადგურის მიმდებარედ, უსაფრთხო ოპერაციების გასაგრძელებლად.

“ობიექტი არ უნდა გამოიყენონ სამხედრო ოპერაციებისთვის, უნდა შეთანხმდნენ პერიმეტრზე დემილიტარიზაციის შესახებ ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. სამწუხაროდ, მიუხედავად მრავალი მოწოდებისა, დეესკალაციის ნაცვლად, თითქმის ყოველდღიურად ისმის ცნობები ქარხანასთან დაკავშირებული საგანგაშო ინციდენტების შესახებ”,- განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე პოლიტიკურ და სამშვიდობო საკითხებში როზმარი დიკარლომ.

გაეროს ბირთვულმა დამკვირვებელმა IAEA-მ კიდევ ერთხელ მოითხოვა ევროპის უდიდეს ატომურ ქარხანაში უსაფრთხოების შესაფასებელი სამუშაოების ჩატარება. როგორც ამბობენ, მისიისთვის მზადება მიმდინარეობს და რუსეთის ელჩმა გაეროში განაცხადა, რომ ბირთვული დამკვირვებლები უახლოეს მომავალში უნდა ჩავიდნენ ადგილზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend