მთავარიმსოფლიოევროპაNATO-ს სამშვიდობო ძალები კოსოვოში განლაგდნენ

NATO-ს სამშვიდობო ძალები კოსოვოში განლაგდნენ

ევროპის კონტინენტზე ახალი სამხედრო კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, NATO-ს სამშვიდობო ძალები კოსოვოში განლაგდნენ. ახლა ჩრდილოატლანტიკური სამხედრო ალიანსის მშვიდობისმყოფელებმა უნდა უზრუნველყონ 1999 წელს შეწყვეტილი ომის შემდეგ დამყარებული მშვიდობის დაცვა.

„მნიშვნელოვანს არაფერს მოველოდით ევროკავშირში გამართული მოლაპარაკებებისგან. შედეგიც შესაბამისია. ისინი ვერ მოახერხებენ დაიცვან მოსახლეობა ახალი უბედურებისგან. კოსოვო დამოუკიდებელი სახელმწიფოა და მათ უნდა მოახერხონ შესრულდეს გაეროს მიერ მიღებული რეზოლუცია. ვნახოთ რა იქნება“, – ამბობს ჩრდილოეთ კოსოვოს რეგიონ მიტროვიცას მცხოვრები სერბი ზორან ვლასკოვიჩი.

1998-99 წლების ომის შემდეგ, კოსოვოში NATO-ს ხელმძღვანელობით 4000-მდე მშვიდობისმყოფელი ჯარისკაცი განლაგდა. ახლაც, ალიანსის სამხედროები მთავარ მაგისტრალებს და ჩრდილოეთ კოსოვოს ტერიტორიებს სრულად აკონტროლებენ. ამის მიუხედავად, ჩრდილოეთ მიტროვიცას რეგიონში მცხოვრებ სერბთა ნაწილს, უსაფრთხოების განცდა არ აქვს.

„ქუჩაში გადაადგილებისას ნამდვილად არ ვგრძობ თავს დაცულად. თუმცა, ეს ჯარისკაცები აქ, სწორედ ამისთვის არიან. არც ადრე ვიყავით დაცული კოსოვოელი პოლიციელებისგან მომდინარე ზეწოლისგან. იმედი მაქვს, მშვიდობა შენარჩუნდება“, – აცხადებს მიტროვიცაში მცხოვრები სერბი თამარა ჯორჯევიჩი.

ევროკავშირში შიშობენ, რომ ნებისმიერი შეიარაღებული ჩარევა სერბეთის ან რუსეთის მხრიდან, ნიშნავს ევროპაში ცხელი კონფლიქტის დიდ ესკალაციას. ევროკავშირი წლებია უშედეგოდ ცდილობს სერბეთსა და კოსოვოს შორის ურთიერთობები დალაგდეს. ახლა მშვიდობის შენარჩუნებას NATO-ს ჩარევით ეცდებიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend