მთავარიევროპაუკრაინაუკრაინის ჯანდაცვის სისტემა ინტერვენციის პირობებში

უკრაინის ჯანდაცვის სისტემა ინტერვენციის პირობებში

უკრაინის ჯანდაცვის სისტემას დიდი დარტყმა მიადგა. რუსული ინტერვენციის ფონზე ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა ზიანდება, ფრონტის ხაზებზე კი სამედიცინო პერსონალის ნაკლებობაა. ქალაქი ზოლოჩივი რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან 11 კილომეტრში მდებარეობს, საავადმყოფო ხშირად გამხდარა რუსული არტილერიის სამიზნე. უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ რუსული ინტერვენციის დაწყების შემდეგ სახელმწიფოში 900-ზე მეტი საავადმყოფო დაზიანდა.

”ამ ეტაპზე 900-ზე მეტი საავადმყოფოა დაზიანებული, 123 სრულიად განადგურებულია, მათი აღდგენა შეუძლებელია.  მათ ნაცვლად ახლებს ავაშენებთ. აღდგენითი სამუშაოები ზოგიერთ ადგილას უკვე მიმდინარეობს. პროცესი დაწყებულია კიევის რეგიონში, ასევე სუმის რეგიონში ვაპირებთ ახალი საავადმყოფოების აშენებას. დაზიანებულია ასევე 500-მდე აფთიაქი, 70 კი განადგურებულია, ჩვენ დავკარგეთ სასწრაფო დახმარების 87  მანქანაც”, – აცხადებს უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ვიქტორ ლიაშკო.

მძიმე მდგომარეობაა უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქის, ხარკივის, ჯანდაცვის სისტემაშიც, ხარკივის სიახლოვეს მდებარე ერთ-ერთ საავადმყოფოში ექიმთა რაოდენობა 120-იდან 47-მდე შემცირდა.

”ჯანდაცვის სისტემა დიდი სირთულეების წინაშე დგას. შეუძლებელია, ოკუპაციისა და ომის პირობებში სისტემამ გამართულად იმუშაოს. სისტემა დაზიანებულია, ადამიანს კი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, სამედიცინო მომსახურებაზე აუცილებლად უნდა ჰქონდეს წვდომა”, – ამბობს ვიქტორ ლიაშკო.

უკრაინაში რუსული ინტერვენციის დაწყების შემდეგ დაიღუპა 18 ექიმი, 59 კი დაიჭრა. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია უკრაინის ჯანდაცვის სისტემის დასახმარებლად შესაბამის სამედიცინო ტექნიკას აგზავნის.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend