მთავარიევროპალიეტუვაბალტიისპირეთის ქვეყნებში ენერგორესურსებზე ფასები იზრდება

ბალტიისპირეთის ქვეყნებში ენერგორესურსებზე ფასები იზრდება

ლიეტუვაში ოთხშაბათს ფასების რეკურდული მაჩვენებელი გამოვლინდა – 824 ევრო მეგავატ საათში, რაც წინა დღესთან შედარებით გაორმაგებული ფასია. როდესაც ივნისში წლიურმა ინფლაციამ 21%-ს მიაღწია, ბიზნესის წარმომადგენლებმა თავიანთ მაღაზიებში განათება გამორთეს.

„ეს არ არის სიმბოლური ნაბიჯი. გულწრფელად რომ გითხრათ, სერიოზულად ვფიქრობთ, რომ მუშაობა შევწყვიტოთ იმ საათებში, როცა ელექტროენერგიის ფასი განსაკუთრებით მაღალია“, – ამბობს სუპერმარკეტების ქსელის „ნორფას“ წარმომადგენელი დაინიუს დუნდულისი.

ლიეტუვამ ევროკავშირის მარეგულირებელ ორგანოს ევროპის ბაზრის ფასის მარეგულირებელი ალგორითმის კორექტირება სთხოვა, რადგან ალგორითმი არ შეესაბამებოდა ბალტიის ქვეყნების ბაზრის რთულ პირობებს. თუმცა მოთხოვნა არ დაუკმაყოფილეს.

მსგავს მდგომარეობაში არიან ესტონეთი და ლატვია. ელექტროენერგიის ფასი ბევრი ბიზნესისთვის ძალიან მაღალია.

„დღეს ხუთიდან ექვსამდე კარს ვკეტავთ, რადგან ამ დროს მუშაობის საშუალება არ გვაქვს. უნდა გავითვალისწინოთ კომუნალური ხარჯები. ამ საათებში ჩვენ 375 ევროს გადახდა მოგვიწევდა, ისიც მხოლოდ ელექტროენერგიაში. ჩვენ ყველა სტუმარი გავაფრთხილეთ, რომ ამ დროს კაფე დაკეტილი იქნება”, – ამბობს კაფეს მფლობელი ალექსეი ვორონოვი.

ელექტროენერგიაზე ფასები გაიზარდა დანიასა და შვედეთშიც. შვედეთის სოციალ-დემოკრატიული მთავრობის განცხადებით, სახელმწიფო ელექტროენერგიის მაღალი გადასახადის კომპენსაციისთვის კომპანიებისა და ოჯახებივის 6 მილიარდამდე დოლარს გამოყოფს.

გერმანიაში, მთავრობის გადაწყვეტილებით, ბუნებრივ აირზე გადასახადები შემცირდება.

„დღეს ენერგორესურსებზე ფასების მატება მრავალი მოქალაქისთვის მთავარი დაბრკოლებაა. მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაზის მომხმარებლებს ტვირთად არ უნდა დააწვეთ დამატებითი ხარჯები”, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა.

ევროპაში ენერგოსექტორი სერიოზული დაბრკოლებების წინაშეა: გარდა იმისა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო ელექტროენერგიაზე ფასები გაიზარდა, მაღალი ტემპერატურისა და ძლიერი სიცხის გამო მოსახლეობა უფრო მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს. ამავდროულად, ევროპის მასშტაბით შემცირდა ენერგიის ალტერნატიური გზებით წარმოება, როგორც ქარის ტურბინებით, ისე ჰიდროელექტროსადგურებით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend