მთავარიკუბიTik Tok-ი აშშ-ში შუალედური არჩევნებისთვის ემზადება

Tik Tok-ი აშშ-ში შუალედური არჩევნებისთვის ემზადება

ძალიან მოკლე დროში ტიკტოკი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მზარდ სოციალურ ქსელად იქცა, რის გამოც მან შეიძინა არა მხოლოდ გართობის, არამედ ინფორმაციის მიღების ფუნქცია. სწორედ ამიტომაც პლატფორმა აშშ-ში  შუალედური არჩევნებისთვის ემზადება, რათა არჩევნებზე დეზინფორმაციის გავრცელების პრობლემა თავიდანვე გადაიჭრას.

პლატფორმის ბლოგზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, კომპანია დამაზიანებელი კონტენტის გავრცელების შეზღუდვის მიზნით იწყებს თავისივე საარჩევნო ცენტრის ჩამოყალიბებას, რომელიც გამოცემა „ასოშიეტედ პრესისგან“ მიიღებს არჩევნების შედეგების პასუხს მაშინვე, როდესაც ის დადასტურდება.

აკრძალულია ასევე ფასიანი პოლიტიკური რეკლამები, რომელშიც მანამდე ხშირად მონაწილეობას იღებდნენ ტიკტოკის ინფლუენსერები.

აშშ-ში მცხოვრები მოზარდები 6 % იყენებს ტიკტოკს უფრო ხშირად ვიდრე სხვა პოპულარულ სოციალურ ქსელს, როგორიცაა ტვიტერი, ინსტაგრამი და ფეისბუკი. საშუალო სტატისტიკური ამერიკელი ტიკტოკზე 80 წუთს ატარებს, რაც სხვა პლატფორმებთან შედარებით ორჯერ მეტია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend