მთავარიმსოფლიოხმელთაშუა ზღვა დასაშვებზე მეტად თბება - მეცნიერების ახალი დასკვნა

ხმელთაშუა ზღვა დასაშვებზე მეტად თბება – მეცნიერების ახალი დასკვნა

ხმელთაშუა ზღვა სპეციალისტების ყურადღების ცენტრშია. ის დასაშვებზე მეტად თბება და მეტიც, ცხელდება. სანაპიროებზე მყოფებთაგან, ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, ნებისმიერი დაგიდასტურებთ, რომ ზღვა უჩვეულოდ თბილია. ექსპერტების თქმით, თბილ წყალში ბანაობა სასიამოვნოა, მაგრამ ეს იმის ნიშანიცაა, რომ კარგი არაფერი ხდება.

სპეციალისტების ნაწილი ვარაუდობს, რომ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროების დათბობა, ზღვის ირგვლივ მდებარე ევროპულ ქვეყნებში საშინლად მაღალმა ტემპერატურამ, გვალვებმა და ხანძრებმა გამოიწვიეს. ტემპერატურის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი ესპანეთის სანაპიროებთანაა.

„ჩემს უკან ვხედავთ მიდეს კუნძულებს. ხმელთაშუა ზღვაზე, სწორედ აქ კეთდებოდა ყველაზე მეტი ტესტი და კვლევა. 40 წელზე მეტია მეტეოროლოგები წყლის ტემპერატურას ზომავენ და იწერენ. წელს სრულიად განსხვავებული სტატისტიკა და შედეგები გვაქვს. ტემპერატურის მაქსიმუმის რეკორდი. თითქმის 28 გრადუსი საშუალო ტემპერატურა. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ამ მხარეში. ფაქტობრივად 5 გრადუსით მაღალია დაშვებულის მაქსიმუმზე. ჩვენ უკვე ვხედავთ შედეგებს. ზღვის ზოგიერთი ბინადარი იღუპება. მათ შორის მარჯანი, მედუზები და წყალმცენარეები. მაღალი ტემპერატურა გავლენას ახდენს აკვაკულტურებზეც. მაგალითად, მიდიების მეურნეობებზეც. სასწრაფო ზომებია მისაღები და ამაზე სპეციალისტები ვმუშაობთ“, – ამბობს ბარსელონას საზღვაო მეცნიერებათა ინსტიტუტის მკვლევარი ხოაკიმ გარაბუ.

ზღვის პირას მყოფი დამსვენებლებიც ადასტურებენ, რომ ხმელთაშუა ზღვის უჩვეულოდ დათბობას ამჩნევენ. მათი თქმით, წყლის არაბუნებრივი სითბო არც ისე სასიამოვნოა. მომხდარში კი სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებას და კაცობრიობის დაუდევრობას მიიჩნევენ მთავარ ფაქტორად.

„ცოტათი პესიმისტურად ვარ განწყობილი, რომ რაიმე შეიცვლება. მთავრობის უმოქმედობამ და ადამიანების სისასტიკემ გამოიწვია ეს ყველაფერი. წყალი შემაწუხებლად თბილია. იმედი მაქვს, რაიმე გზა გამოიძებნება“, – აცხადებს დამსვენებელი ვერონიკა დიასი.

უახლესი სამეცნიერო ნაშრომების მიხედვით, 1982-დან 2018-მდე პერიოდში ზღვის ზედაპირის ტემპერატურა ხმელთაშუა ზღვაში  0,4C-ით გაიზარდა. ოკეანის შემსწავლელი მეცნიერები ხელისუფლებებს მოუწოდებენ, რომ გარანტირებული იყოს, ზღვის ტერიტორიების 30 პროცენტის დაცვა ადამიანის აქტივობისგან, რაც სახეობებს გადარჩენის შანსს მისცემს. ამჟამად, მსგავსი პირობით, ხმელთაშუა ზღვის მხოლოდ 8%-ია დაცული.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend