მთავარი მსოფლიო "დრაკონის სახლის" პრემიერა 21 აგვისტოს გაიმართება

“დრაკონის სახლის” პრემიერა 21 აგვისტოს გაიმართება

15 აგვისტოს HBO-ს სერიალ „დრაკონის სახლის“ ლონდონური პრემიერა გაიმართა. წითელ ხალიჩაზე, სადაც მსახიობებმა და შემოქმედებითი ჯგუფის წევრებმა ჩაიარეს, სერიალის სხვადასხვა დეკორაცია და სცენა იყო წარმოდგენილი.

ჟურნალისტებთან საუბრისას, მთავარი როლის შემსრულებლებმა გადაღებების პროცესი გაიხსენეს და მსოფლიო აუდიტორიის მოლოდინების დაკმაყოფილების სურვილზე ისაუბრეს.

„ახლა ნამდვილად შეგვიძლია ცოტათი ამოვისუნთქოთ, რადგან ბევრ საიდუმლოს, რომელსაც ვინახავდით მთელი ამ დროის განმავლობაში, გადაღებებისას, უკვე მაყურებილისათვის ცნობილი გახდება. ძალიან რთულია ატარო ამდენი საიდუმლო, როდესაც ირგვლივ ყველა გეკითხება აბა ეს როგორ იქნება. ახლა ყველა ნახავს და მიიღებს პასუხს. მიხარია, რომ ეპიზოდები გამოვიდა“, – ამბობს მსახიობი პედი კონსიდინი.

პირველი ეპიზოდის გამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე ლონდონის ცენტრში, ლესტერის მოედანზე, მსახიობებმა წითელ ხალიჩაზე გაიარეს. ასობით გულშემატკივარი და რეპორტიორი გულმხურვალედ ელოდა, რომ მსახიობები მათ წინაშე შეჩერდებოდნენ და რაიმე დასამახსოვრებელს ეტყოდნენ. ყველაზე მთავარი, რასაც თითოეული მათგანი ამბობდა, არის პასუხისმგებლობა, თუ როგორ გააგრძელებს ახალი სერიალი „სამეფო კარის თამაშების“ თამასას. მოლოდინი რა თქმა უნდა შესაბამისია.

„ეს პასუხიმსგებლობა მგონი მარტივად გავიარეთ. ჩვენ „სამეფო კარის თამაშების“ გამოცდილება გვიმაგრებს ზურგს და ეს ჩვენი წარსული ყველაფერს ამბობს. ამ შოუში მართლაც ყველაფერი გაკეთდა, რომ რირსეულად გაგვეგრძელებინა წლების გამოცდილება და მაყურებლისთვის ახალიც გვეთქვა. ეს იციტ რას გავს? „ლოგანის“ ისტორიას, რომელიც იდეაში „იქს ადამიანების“ პრიკველია. იმედი მაქვს, რომ მაყურებელსაც იგივე განცდა დარჩება, რაც ჩვენ, შემოქმედებით ჯგუფს გვაქვს“, – აცხადებს სერიალის პროდიუსერი და რეჟისორი მიგელ საპოჩნიკი.

სერიალი „დრაკონის სახლი“, ყველაზე პოპულარული ეპიკური პროექტის „სამეფო კარის თამაშების’ პრიკველია და მის გამოსვლას თაყვანისმცემლები დიდი ხანია ელოდნენ. სერიალი HBO Max-ის სტრიმინგ პლატფორმაზე კვირას, 21 აგვისტოდან დაიწყება.

უახლესი

სხვა ამბები

დრაკონის სახლიდრაკონის სახლი

Send this to a friend