მთავარი მსოფლიო NATO ნატო ფინეთის თავდაცვით ძალებთან ერთად სამხედრო წვრთნებს ატარებს

ნატო ფინეთის თავდაცვით ძალებთან ერთად სამხედრო წვრთნებს ატარებს

ფინეთის თავდაცვითი ძალები შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტთან ერთად მას შემდეგ ატარებენ წვრთნებს, რაც ვაშინგტონმა თითქმის ერთხმად დაუჭირა მხარი შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრებას.

მიუხედავად იმისა, რომ ფინეთი უკვე 30 წელზე მეტია, ნატოსთან ერთად ატარებს წვრთნებს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ერთობლივი წვრთნები დროებით შეჩერებული იყო.

ეს პირველი შემთხვევაა,  როდესაც ავიამზიდი „კირსარჯი“ ფინურ წყლებშია. ნატოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ჯარებისა და შეიარაღების კოორდინირებული მუშაობაა.

ამ კვირაში პოლონელები ამერიკული  „აბრამსის“ ტიპის ტანკებზე ვარჯიშობენ. პოლონეთმა აიღო ვალდებულება, რომ შეისყიდის „აბრამსის“ ტიპის 250 ტანკს, რათა  რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხისთვის გააძლიეროს თავისი ძალები.

ნატოს ბოლო სამიტზე კი გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი უსაფრთხოების ახალი რეალობის წინაშე დგას. მას გრძელვადიან პერსპექტივაში შეკავებისა და თავდაცვისუნარიანობის აღდგენა სჭირდება. როგორც ჩანს, აღჭურვასა და ტრენინგზე აქცენტი ამ პროცესის ნაწილია.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend