მთავარი მსოფლიო ევროპა ინფლაცია ევროპაში: გერმანიაში ვარაუდობენ, რომ ენერგორესურსებსა და საკვებზე ფასები კიდევ უფრო გაიზრდება

ინფლაცია ევროპაში: გერმანიაში ვარაუდობენ, რომ ენერგორესურსებსა და საკვებზე ფასები კიდევ უფრო გაიზრდება

გერმანიის ფინანსთა მინისტრის კრისტიან ლინდნერის განცხადებით, გერმანია 10 მილიარდი ევროს ოდენობის საგადასახადო შეღავათებს შესთავაზებს დასაქმებულებს, რათა უკეთ გაუმკლავდნენ მზარდ ინფლაციას.

ივლისში გერმანიაში ინფლაცია მაღალ ნიშნულზე იყო და 7.5 პროცენტი შეადგინა, მაისში კი ამ მონაცემმა 7.9 პროცენტს მიაღწია, რაც 1973 წლის ნავთობის კრიზისის პერიოდიდან მოყოლებული რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი იყო.

კრისტიან ლინდნერი აღნიშნავს, რომ ბევრი ადამიანისთვის ყოველდღიური ცხოვრება ძალიან გაძვირდა. ხელისუფლება ვარაუდობს,  რომ  ფასები ენერგორესურსებსა და საკვებზე კიდევ უფრო გაიზრდება.

გერმანიის ეკონომიკური შესაძლებლობები დასუსტებულია, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კი შემცირებულია. გერმანიის ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ რთულ ვითარებაში არიან და ახლა მოქმედებაა საჭირო.

დანიაშიც გასული წლის განმავლობაში პროდუქტებზე ფასი საშუალოდ 13.2 პროცენტით გაიზარდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია 1982 წლის შემდეგ.

ნორვეგიაშიც ინფლაციის მზარდი მაჩვენებელია. საკვებსა და არაალკოჰოლურ სასმელებზე ფასმა რეკორდულად მოიმატა.

შედარებით უკეთესი ამბებია ატლანტის ოკეანის მეორე მხარეს, სადაც ინფლაციამ 8.5 პროცენტი შეადგინა.  გასულ წელს, იმავე პერიოდში,  ეს მაჩვენებელი 9.1 პროცენტი იყო.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend